ოცნების ხელში ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, თარიღიც არ გვეცოდინება - ნიკა მელია

სულ ნახვები : 72
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემქმნელი, ეს სწორედ რუსების მიმართ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. მისივე მტკიცებით, ამის ერთადერთი მიზანი საქართველოს ომი ჩართვა და მეორე ფრონტად ქცევაა. აღნიშნულს ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში, ვრცელი წერილით ეხმაურება:

"ქართულ საზოგადოებას ქსენოფობიაში ადანაშაულებს საქართველოსავე ხელისუფლება!

თურმე, ერთ რომელიღაც პროვოკატორის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება და ომამდე მიგვიყვანსო. იმ ერთმა რომ ჩვენამდე თავისიანები - ხუთი ათასი რუსი აიყოლია და ქართული ბარი გადათელეს გუგლში, ეგ არაფერი?

ე.ი. ინტერნეტშიც აღარ უნდა გავცეთ თურმე პასუხი ოკუპანტს, თორემ შემოგვესევა!

ესენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანას მტრის ხატითა და გუდიანი კაცით დაშინების პრინციპით მართავენ .

10 წელი ჩვენით აშინებდენ ხალხს - ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით. ეს ნარატივი რომ შემოაცვდათ, ახლა ომით აშინებენ საზოგადოებას.

ქართული ოცნების სტანდარტით - ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, აი, ოკუპანტის ფექვეშ გაგება კი - კარგი ტონი.

დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამათ ხელში, 20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება!

ვინ სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ - წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის!

ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში" - წერს ნიკა მელია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები