ისრაელმა 25000 რეზერვისტის მობილიზება მოახდინა

სულ ნახვები : 64
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა დაამტკიცა ბრძანების პროექტი ისრაელის თავდაცვის ძალებში 25000-მდე რეზერვისტის გამოძახების შესახებ ღაზას სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას  The Jerusalem Post ავრცელებს.

"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დაემუქროს ან ზიანი მიაყენონ ისრაელის მოქალაქეებს. ვინც შეეცდება, თავად დაზარალდება. ჩვენ არ ვეძიებთ კონფლიქტს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არ მოვერიდებით  ჩვენი მოქალაქეების დაცვას." -თქვა მინისტრმა. 

განცის თქმით, თავდაცვის ძალები ემზადებიან ყველა სცენარისთვის, ყველა ფრონტზე, მათ შორის ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში. ცნობილია, რომ სამხრეთის სარდლობაში რეზერვისტების გამოძახება უკვე მიმდინარეობს. 

5 აგვისტოს, IDF-მ გამოაცხადა ოპერაცია „გათენის“ დაწყების შესახებ, რომელიც მიმართული იყო ღაზას სექტორში მოქმედი პალესტინელი რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის თქმით, „ამ ოპერაციის მიზანია ღაზას სექტორის მახლობლად მცხოვრები ისრაელის მოქალაქეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონკრეტული საფრთხის აღმოფხვრა“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები