ღაზას სექტორში ესკალაციის ფონზე თელ-ავივში ყველა თავშესაფარი გაიხსნა

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ღაზას სექტორში სიტუაციის გამწვავების ფონზე, სადაც პარასკევს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, თელ-ავივის ხელისუფლებამ ქალაქში ყველა საჯარო ბომბის თავშესაფრის გახსნის შესახებ განაცხადა. 

ამასთან დაკავშირებით,  ინფორმაციას თელ-ავივ-იაფოს მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

„თავშესაფრები ღიაა მთელი ქალაქის მასშტაბით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ქალაქის ხელისუფლებამ აგლომერაციის მოსახლეობას მოუწოდა, ყველა გადაუდებელი შეკითხვით ტელეფონით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები