იაირ ლაპიდი: ისრაელი არ არის დაინტერესებული ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი ოპერაციით, მაგრამ არც ეშინია

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ არის დაინტერესებული ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი ოპერაციით, მაგრამ არ ეშინია მისი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„დღევანდელი მოქმედებები ღაზაში დაიწყო კონკრეტული საფრთხის ფონზე, რამაც დაარღვია ცხოვრების წესი სამხრეთში“, - თქვა ლაპიდმა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი არ არის დაინტერესებული ღაზაში ფართომასშტაბიანი ოპერაციით, მაგრამ არც ეშინია. 

დასავლური მედია  აღნიშნავს, რომ ლაპიდის სატელევიზიო გამოსვლის დროს ისრაელის სხვადასხვა კუთხეში საჰაერო თავდასხმის სირენები გაისმა.

შეგახსენებთ, რომ რადიკალური პალესტინის დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ აქტივისტებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაისროლეს, მათგან 30 რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. 

საჰაერო თავდაცვის სიგნალები მუშაობდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ქალაქ რიშონ ლეზიონში, ბატ იამში, ჰოლონსა და იავნეში, ასევე სამხრეთით აშკელონსა და აშდოდში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები