ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის ომისთვის 100 ათას „მოხალისეს“ სთავაზობს - მედია

სულ ნახვები : 264
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გაკეთდა განცხადება ჩრდილოეთ კორეის  მზადყოფნის შესახებ, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას "უკრაინულ ფაშიზმთან" ბრძოლაში. 

რუსეთის პირველი არხის თოქ-შოუს წამყვანმა იგორ კოროჩენკომ თქვა, რომ 100 000 ჩრდილოკორეელი მოხალისე მზადაა მონაწილეობა მიიღოს კრემლის მიერ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მხარეზე გაჩაღებულ ომში. 

„თუ ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს სურვილს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულება უკრაინულ ფაშიზმთან საბრძოლველად, ჩვენ უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება“, - განაცხადა თოქ-შოუს წამყვანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები