მიხეილ ფოცხვერიას ქართული არჩევანი, რომელიც დღემდე დაუფასებელია

სულ ნახვები : 37
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მე, ქართველ კაცს, სხვა არჩევანი არც მქონდა, თორემ კარგად მესმოდა, რომ უკრაინასა და რუსეთს უფრო პერსპექტიული ნაკრებები ჰყავდათ, ვიდრე – საქართველოს“, – თქვა მიხეილ ფოცხვერიამ 1996 წელს უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

ფოცხვერია რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის ოლქის სოფელ კურუნდუსში დაიბადა, ხოლო უკრაინის ქალაქ ლუგანსკში გაიზარდა. საქართველოში, სამტრედიაში, ბავშვობაში ორიოდე წელი იცხოვრა და ქართულადაც ვერ ლაპარაკობდა...

1995 წელს, 20 წლის თავდამსხმელი ზაპოროჟიეს მეტალურგმა იჯარით გერმანულ ვერდერში გაუშვა. უკრაინელებმა ნიჭიერ ფეხბურთელში ისეთი თანხა მოითხოვეს, რომ გერმანელებს ეძვირათ. ფოცხვერია უკრაინაში დაბრუნდა, სადაც დონეცკის შახტარმა აიყვანა.

ფოცხვერია მალე დონეცკელთა ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელი გახდა და ისე ათამაშდა, რომ უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ბომბარდირიც იყო. ნიჭიერ თავდამსხმელზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა – ფოცხვერიას უკრაინისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები იწვევდნენ.

სისხლმა უყივლა, უკრაინულ-რუსულ სიკეთეებზე უარი თქვა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე დათანხმდა. ფოცხვერია ვერც შახტარის პრეზიდენტის, რინატ ახმეტოვის ულტიმატუმმა შეაშინა – ან უკრაინა და შახტარი, ან საქართველო და დუბლებში თამაში. ფოცხვერიამ საქართველო აირჩია და ეს არჩევანი არასოდეს უნანია.

ახმეტოვმა ფოცხვერიას კარიერა მართლაც დაასრულებინა, მაგრამ საკუთარი კარიერა და კეთილდღეობა საქართველოს არ ანაცვალა.

ფოცხვერიასგან განსხვავებით, დღეს რამდენიმე ქართველი რუსეთში თამაშობს. ეს იმის ფონზე, როცა უკრაინაში შეჭრის და ომის გამო, ფიფა და უეფამ რუსეთიდან წამოსვლაზე ფეხბურთელებს მწვანე შუქი აუნთო. ერთ-ერთმა ქართველმა სულაც სერბეთის ისეთ გუნდთან გააფორმა კონტრაქტი, რომ მთელი სეზონი გულზე Gazprom-ის წარწერით უნდა ირბინოს.

ეს ფეხბურთელები საქართველოს ეროვნული გუნდისა თუ ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან, მაგრამ კარიერისა თუ კეთილდღეობის გამო თამაშობენ იქ, სადაც არ შეიძლება. თუნდაც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და მცოცავ ოკუპაციას კვლავ განგრძობს.

ფაქტია, 2022 წლის 8 აგვისტოს, ფოცხვერია, რომელმაც უარი თქვა საკუთარ კეთილდღეობაზე და პატრიოტული გადაწყვეტილება მიიღო, დაუფასებელია...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები