Amnesty International არ იქცევა პროფესიონალურად, ის იყენებს რუსეთის პროპაგანდისტულ რიტორიკას - პოდოლიაკი

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გაერკვეს, იღებს თუ არა Amnesty International „შეღავათებს“ რუსეთისგან.

„ეს ორგანიზაცია უარყოფს იმ ფაქტს, რომ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყანა იცავს თავის მოქალაქეებს, ითხოვს გადასცეს მისი ტერიტორია მტერს, რომელიც თავს ესხმის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებს. ჩვენ ვხედავთ, რომ Amnesty International არ იქცევა პროფესიონალურად, არამედ იყენებს რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტულ რიტორიკას“.

მოხსენების კომენტირებისას პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების კონცეფცია დისკრედიტირებულია და [მას] დამღუპველი შედეგები მოჰყვება“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა