ირაკლი ქადაგიშვილი - მთავარია გმირების ხსოვნას მივაგოთ ამ დღეს პატივი და არ გავხდეთ იმ სპეკულაციის თანამონაწილე, რასაც „ნაციონალურ მოძრაობა“ აკეთებს

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ის, რომ 7 აგვისტოს უნდა გავიდეთ გმირთა პატივის მისაგებად თუ 8 აგვისტოს, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო 2-3 წელია აქტიურად ლობირებს, მანამდე ეს ყოველთვის იყო 8 აგვისტო”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, 9 აგვისტოს არის გამოცემული პრეზიდენტის განკარგულება, სადაც ყველაფერი შავით თეთრზე წერია.

„ის, რომ 7 აგვისტოს უნდა გავიდეთ გმირთა პატივის მისაგებად თუ 8 აგვისტოს, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო 2-3 წელია აქტიურად ლობირებს, მანამდე ეს ყოველთვის იყო 8 აგვისტო. არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები - 9 აგვისტოს გამოსცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განკარგულება, რომ 8 აგვისტოს გადმოლახა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვარი და გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, სხვა ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს არ გააჩნია. შეიძლება (რუსეთის რეგულარული არმია) 5- შიც იყო და პირველ აგვისტოსაც, მაგრამ ახლა ხომ არ დავიწყებთ, ვინ, როდის, რა დაინახა? ცალსახად ყველაფერი დოკუმენტების მიხედვით ითქმება და 9 აგვისტოს არის გამოცემული პრეზიდენტის განკარგულება, სადაც ყველაფერი შავით თეთრზე წერია. პრეზიდენტის განკარგულებაა, ირაკლი ქადაგიშვილის კი არა. 7 აგვისტოს უნდა აღვნიშნოთო, ამას არ ამბობდნენ მანამ, სანამ ის რეზოლუცია, რაც ევროსაბჭოში მიიღეს, მიჩქმალული იყო, როცა ეს ნათელი გახდა, რასაც ხმა მისცეს იმ რეზოლუციაში, რომ 7 აგვისტოს დაიწყო საქართველომ ცხინვალის დაბომბვა, ამის შემდეგ დაიწყეს ფიქრი, როგორ გაემართლებინათ რეზოლუციაში ამ ჩანაწერის არსებობა. მთავარია გმირების ხსოვნას მივაგოთ ამ დღეს პატივი და არ გავხდეთ იმ სპეკულაციის თანამონაწილე, რასაც „ნაციონალურ მოძრაობა“ აკეთებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა