ვოლსკი ჟურნალისტებს: თქვენი პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა, 8 აგვისტო წერია თარიღად, როცა რუსეთის ჯარი შემოვიდა

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„8 აგვისტოს ამოდიან ჭირისუფლები, სამწუხაროდ, თქვენ [ჟურნალისტებს] ეს არ გესმით, ადამიანის ტკივილის ახლოს მიტანა არ იცით - თქვენი პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა, 8 აგვისტო წერია თარიღად, როცა რუსეთის ჯარი შემოვიდა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ეს ყველაფერი რომ გადაიფაროს, სწორედ ამიტომ, მოიგონეს საკამათოდ ომის დაწყების თარიღი.

„ძალიან დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ, რომ ის დანაშაულებრივი ხელმოწერა, რომელიც ჩვენმა იმ პერიოდის ხელისუფლებამ ჩაიდინა, იმ მოღალატეობრივ რეზოლუციის პუნქტის ხელის მოწერით, რომ საქართველომ დაიწყო ომი, გადაგვეფარა. ასევე, გადაგვეფარა ის, რომ რვაში დაიწყო რუსეთის შემოსვლა. ის, რომ 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ ამათი დღევანდელი ხელმძღვანელები, რომ თურმე რუსეთი გაკვირვებულია, კოკოითი როგორ ჩადის ამ პროვოკაციებსო და მოსკოვში ჩამოდითო, ეს ყველას გახსოვთ. ეს ლაპარაკი, რომ არ იყოს და ჩვენ სიღრმეში არ ჩავიდეთ, რასაკვირველია, მოიგონეს 7 თუ 8. გეგონება საკამათო იყოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები