მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 16 საკითხი განიხილეს

სულ ნახვები :
204




...
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს 8 აგვისტოს მთავრობის სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 16 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით ორ კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.