სოფო ხორგუანი ღარიბაშვილს: „ვინც თქვენ სამშობლოს სიყვარული დაგაბრალათ“

სულ ნახვები : 436
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი ირაკლი ღარიბაშვილს ფეისბუქ-პოსტს და პატრიოტიზმს უწუნებს.

_ ღარიბაშვილმა, ბინძურ ტროლ-ბოტობას მე რომ მიქსევს, იმას მიხედოს, ტექსტებს ვინც უწერს!

მხოლოდ 14 წელია რუსეთი ოკუპანტი?!  ვინც თქვენ სამშობლოს სიყვარული დაგაბრალათ, იმას მიეწია ჩვენი სამშობლოს ყველა ცოდვა! სახელმწიფო, თანამედროვე და განვითარებული, ხომ არ იცით, სახელმწიფოებრივი აზროვნება და მართვა! პატრიოტიზმის დაბრალებას მაინც შეეშვით! სახელმწიფო მოხელეებად რომ სხედხართ, ეს იკმარეთ! ვერავინ გამოეკერება ხელისუფლებას, ამაზეც იფიქრეთ, _ მიმართავს სოფო ხორგუანი პრემიერს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები