ღარიბაშვილის წერილი ევროპულ ინსტიტუტებთან აჩვენებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - კუბილიუსი

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასაცავად ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა:

მან აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის წერილი ევროპულ ინსტიტუტებთან აჩვენებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია:

"ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის წერილი ევროპულ ინსტიტუტებთან გახლავთ ზუსტად იმის მაგალითი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს გახლავთ ნათელი ჩვენება იმისი, თუ რამხელა ოლიგარქიული გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრზე და მმართველ პარტიაზე, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრის ძალისხმევა და იმის ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ გახლავთ ოლიგარქი, ეს ანახებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე. როდესაც ევროპული საბჭო და კომისია დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს საქართველოში, იგი რა თქმა უნდა საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენაზე",- ამბობს კუბილიუსი "ფორმულასთან".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები