ISW: კრემლი არ ადანაშაულებს უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში, რადგან ეს მისი საჰაერო თავდაცვის უძლურების მტკიცებულება იქნება

სულ ნახვები : 431
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კრემლი უკრაინას არ ადანაშაულებს ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომზე დარტყმებში, რადგან ეს იქნება რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობის მტკიცებულება, როგორც ეს უკვე მოხდა რუსული კრეისერის ‘’მოსკვის’’ ჩაძირვისას. ამის შესახებ,  ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

„ორ განსხვავებულ ადგილზე აფეთქებების ერთდროულობა ალბათ გამორიცხავს შემთხვევითი ცეცხლის ოფიციალურ რუსულ ვერსიას, მაგრამ არ გამორიცხავს არც დივერსიას და არც შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო შეტევას“- ამბობენ ინსტიტუტში. 

ISW წერს, რომ უკრაინამ შესაძლოა შეცვალა ნეპტუნის რაკეტები სახმელეთო გამოყენებისთვის (როგორც რუსებმა გააკეთეს საზენიტო რაკეტები), მაგრამ ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი მტკიცებულება ამ დროისთვის არ არსებობს. 

შეგახსენებთ: როდესაც უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა „ნეპტუნმა“ დაარტყეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იქ „ტყვიაწამალი აფეთქდა“. 

ყირიმში, ნოვოფედოროვკაში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები 9 აგვისტოს ნაშუადღევს გაისმა. ყირიმის მაცხოვრებლებმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს ხანძრის სულ მცირე ორი ეპიცენტრი და განაცხადეს, რომ 7-დან 12-მდე აფეთქების ხმა გაიგეს.

ე.წ.  „ყირიმის მეთაურმა“ სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საკის ავიაბაზაზე ხანძარი რამდენიმე თვითმფრინავის ჭურვის აფეთქებამ გამოიწვია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა