აშშ უკრაინას განაღმვითი სამუშაოებისთვის 89 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს

სულ ნახვები : 193
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შეერთებული შტატები უკრაინას 89 მილიონ დოლარს გადასცემს ნაღმების და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების გასასუფთავებლად. ამის შესახებ „Bloomberg“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინება. 

„აშშ გამოყოფს 89 მილიონ დოლარს უკრაინაში სახმელეთო ნაღმებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გასასუფთავებლად“, - წერს სააგენტო  სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. 

აღნიშნულია, რომ თანხა მოხმარდება განაღმვის აღჭურვილობას, ასევე ტრენინგს, რათა დაეხმაროს უკრაინას წლის განმავლობაში გამნაღმველთა 100 გუნდის აღჭურვაში. 

შეგახსენებთ, რომ  ამ კვირის დასაწყისში აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაცხადა უკრაინის სამხედროებისთვის დახმარების კიდევ ერთი ტრანში 1 მილიარდ დოლარად.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა