სერგო ჩიხლაძე - რუსეთის ერთადერთი გეგმა არის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, რასაც ახორციელებს

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რუსი ოკუპანტების წარმომადგენლების განცხადებებს საერთოდ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან კარასინი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც არის ტერორისტული სახელმწიფო“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე გრიგორი კარასინის განცხადებას.

ჩიხლაძის თქმით, კარასინი რუსული სადეზინფორმაციო მანქანის ერთ-ერთი ჭანჭიკია.

„სახელმწიფო, რომელიც არის ოკუპანტი და სახელმწიფო, რომლის კისერზეც არის მათ შორის ათი ათასობით ქართველის სიცოცხლე. ამიტომ, კარასინი რას იტყვის და როგორი იტყვის, სრული დეზინფორმაცია და რუსული სადეზინფორმაციო მანქანის ერთ-ერთი ჭანჭიკია. რუსეთს საერთოდ არ სურს დისკუსია, რუსეთს საერთოდ არ სურს არავისთან შეთანხმება. რუსეთის ერთადერთი გეგმა არის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, რასაც ახორციელებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია ჟენევის დისკუსიების ჩაშლისკენ ისწრაფვიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები