რატი იონათამიშვილი: „აგვისტოს ომის დროს გახარია რუსეთში კითხულობდა ლექციებს“

სულ ნახვები : 595
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკოსებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მტერთან საბრძოლველად ისე უნდა გაერთიანდნენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

მის ამ განცხადებას უტიფრობად მიიჩნევს მეოცნებე რატი იონათამიშვილი.

"2008 წლის აგვისტოს ომში უდავოდ ვნახეთ ჩვენი გმირი მებრძოლების თავდადება და ხალხის ერთობა. თუმცა, საინტერესოა რა ერთიანობაზე ლაპარაკობს გახარია, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოღალატე პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებდნენ სადახლოსთან და წითელ ხიდთან.

უტიფრობისა და თავხედობის მწვერვალია, როდესაც ბატონი გახარია მაშინ მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და საუბრობს თითქოს ერთ მუშტად შეკრული რუსეთის ოკუპაციისგან იცავდა საქართველოს", – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები