საუდის არაბეთის დიპლომატი სიტყვით გამოსვლის დროს გარდაიცვალა

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საუდის არაბეთის დიპლომატი მოჰამად ალ-ქაჰტანი ეგვიპტეში არაბულ-აფრიკული კონფერენციაზე სიტყვით  გამოსვლისას გარდაიცვალა. ამის შესახებ  tahiamasr.com. იუწყება.

ალ-ქაჰტანიმ მონაწილეობა მიიღო ყალბი პროდუქტების წინააღმდეგ ბრძოლის განხილვაში - გონების დაკარგვამდე დიპლომატმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ურთიერთობენ საუდის არაბეთი და ეგვიპტე. 

ექიმები და დიპლომატის მეუღლე აიშა ალ-ჯაბრი ცდილობდნენ მის დახმარებას, მაგრამ დიპლომატის  გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ღონისძიება მისი  გარდაცვალების გამო გაუქმდა. 

კონფერენციაზე  გამოსვლისას ალ-ქაჰტანიმ ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტებსა და მეფეებზე ისაუბრა. მან საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდს უწოდა დიდი ადამიანი, რომლის მეფობის დროს ქვეყანას არ გაუგია ტერორიზმისა და სხვა პრობლემების შესახებ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები