ზელენსკი: რუსეთის ომი უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ ყირიმში დაიწყო და მისი განთავისუფლებით დასრულდება

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით - მისი განთავისუფლებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშაბათს ღამით ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

„რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. რუსეთმა ყირიმს მასიური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური ჩიხი და ომი მოუტანა“, - განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, „ისტორიკოსები ოდესმე დაადგენენ რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ყირიმის ტერორისთვის გამოყენების გამო“. 

„რუსი ოკუპანტების  ყოფნა ყირიმში არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. შავი ზღვის რეგიონი არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ბევრ ქვეყანაში არ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა, სანამ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ჩვენი ნახევარკუნძული, როგორც სამხედრო ბაზა“, - განაცხადა მან. 

ზელენსკიმ გაიხსენა ყირიმის პლატფორმა, რომელიც ყირიმის განთავისუფლებაზე მუშაობის მთავარი დიპლომატიური პლატფორმაა. „ყირიმის პლატფორმა წელსაც იმუშავებს. ჩვენ უკვე ვამზადებთ ამ სამიტს“, - დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები