„ოკუპანტები სამხედრო ტყვეებს პროკოპენკოს და კალინას წინააღმდეგ ჩვენებების მისაღებად აწამებდნენ“ – „აზოვის“ მეთაური

სულ ნახვები : 394
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დამპყრობლებმა აწამეს უკრაინელი სამხედროები, რათა მიეღოთ საჭირო მტკიცებულებები ეროვნული გვარდიის „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის ხელმძღვანელობის დენის პროკოპენკოსა და სვიატოსლავ პალამარის, იგივე კალინას წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია გამოცემა ,,უკრაინსკა პრავდასთან" ინტერვიუში ,,აზოვის" მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა მიკიტა ნადტოჩიმ გააჟღერა. 

ნადტოჩი გაკვირვებას გამოთქვამს, თუ რატომ არ იმყოფებოდნენ საპყრობილეში ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა წითელი ჯვარი და გაერო, აზოვსტალის დამცველების ევაკუაციის შემდეგ და რატომ დაუშვეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამება. 

ნადტოჩის თქმით, არც ყოფილმა ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ და არც მისმა მემკვიდრემ დიმიტრი ლუბინეცმა არ მიმართეს პოლკის ხელმძღვანელობას სამხედრო ტყვეების წამების საკითხზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები