საქართველო თუ ყაზახეთი? - სად დაიწყებს შემოდგომაზე ომს პუტინი?

სულ ნახვები : 5,364
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველო ომის ზღვარზეა, ინფორმაციამ ვლადიმერ პუტინის სამომავლო გეგმებზე მედიაში უკვე გაჟონა. გუშინ პუტინმა ოპერატიული თათბირი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა. თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებს,უკრაინაში ომის მოგების დაპირება შეახსენა.მაღალჩინოსნებმა თავის მართლება სცადეს,მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირი იყო-მან დასვა კითხვა,რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ უკრაინაში სექტემბრის დასაწყისშიო.რამდენიმე პასუხის მერე,გადამწყვეტ წარმატებას არ ველოდებითო,- პუტინმა ვიდეოკონფერენცია შეწყვიტა. უკრაინის ფრონტზე შექმნილი პრობლემები მოგვიანებით მან ახლო გარემოცვასთან,და მის მრჩეველთან იური კოვალჩუკთან განიხილა. საღამოს კი კიდევ ერთი ვიდეოკონფერენცია დაგეგმა,რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად,ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ФСБ-ს მაღალჩინოსნებთან ერთად,თათბირში СВР -ის დირექტორი სერგეი ნარიშკინი და უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევიც მონაწილეობდნენ. 

პუტინმა პირადად შეიტანა დღის წესრიგში ,უკრაინის ომის პარალელურად სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე,რომელიც გარანტირებული გამარჯვებით დასრულდება. რაც მისი თქმით, რუსეთს საშუალებას მისცემს ფოკუსი უკრაინის ფრონტიდან სხვა მიმართულებაზე გადაიტანოს. ამ წინადადების განხილვა,საათზე მეტხანს გრძელდებოდა,პუტინმა პატრუშევს სპეცოპერაციის მომზადების გეგმის ხელმძღვანელობა დაავალა საქართველოს ან ყაზახეთის ტერიტორიაზე.

უნდა მომზადდეს ორი სხვადასხვა გეგმა-საქართველო და ყაზახეთი. ორივე ვარიანტი რუსეთის პრეზიდენტს სექტემბრის დასაწყისში უნდა წარუდგინონ. პუტინმა სხვების თანდასწრებით,გუშინ პირველად აღიარა რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არათუ გეგმის მიხედვით მიდის,არამედ წარუმატებლობა პირადად მისი პრობლემა გახდა.და მოითხოვა ,ამ პრობლემის გადაწყვეტად  სასწრაფო ზომების მიღება. პრობლემის გადაწყვეტას რუსეთის პრეზიდენტი,მორიგი მართული ქაოსის შექმნაში ხედავს,სადაც ის ცალსახად გამარჯვებული იქნება. იდეა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს პუტინისთვის,მაგრამ მას გადაწყვეტილების შეცვლაზე საუბარს ვერავინ გაუბედავს.

პუტინის სამომავლო გეგმებზე ინფორმაციას სკანდალური ტელეგრამ არხი Генерал  СВР  ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები