ხატია დეკანოიძე - გვექნება მცდელობა კიდევ ერთხელ ერთხელ წარვუდგინოთ საზოგადოებას როგორ უნდა შესრულდეს რეკომენდაციები

სულ ნახვები : 206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად აგრძელებს მუშაობას ფართო, დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ საარჩევნო კონდექსსა და რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელ პაკეტზე, რომელიც დაუყოვნებლივ სექტემბერში უნდა იყოს მიღებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.


„პარლამენტში ჩვენს მიერ შეტანილი პაკეტები მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არ იქნება, ეს იმ რეალობის შედეგია, რომელზეც მუშაობდა ოპოზიცია, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიცია. საპარლამენტო ოპოზიციას წარდგენილი ჰქონდა ძალიან ბევრი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა სასამართლოს, საარჩევნო რეფორმას. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება მცდელობა კიდევ ერთხელ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობის შედეგად კიდევ ერთხელ წარვუდგინოთ საზოგადოებას როგორ უნდა შესრულდეს რეკომენდაციები“, - განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები