ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში კონცერტს გამართავენ

სულ ნახვები : 407
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველი სცენის ჯადოქრები, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და მომღერალი ნინო ქათამაძე, 24 აგვისტოს უკრაინაში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკრინელი ხალხის მხარდასაჭერად კონცერტს გამართავენ. 

საინფორმაციო სააგენტო CNews მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს დაუკავშირდა, რომელიც უკვე უკრაინაში იმყოფება და შეეცადა მისგან შეეტყო უფრო მეტი, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. 

„24-ში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა და დღეს, ომის დროს ამ თარიღის ალბათ ყველაზე სიმბოლური და ემოციური აღნიშვნა მოხდება. იმართება არაერთი ღონისძიება, აღლუმი კიევში და უკრაინის არმიის მიერ განადგურებული რუსული ტექნიკის პანორამა ცენტრალურ პროსპექტზე. მე და ნინო ამ თარიღს ავღნიშნავთ ლვოვის საერთაშორისო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ჩემი დირიჟორობით შესრულდება უკრაინული კლასიკური საორკესტრო ნაწარმოებები ხოლო ნინო შეასრულებს უკრაინელი ხალხის საყვარელ სიმღერებს მისი რეპერტუარიდან, მათშორის სიმღერას “ჩერნობრივცი” რაც აქ ითვლება რომ ნინოს შესრულება საუკეთესოა“, - განაცხადა რაჭველმა CNews-თან საუბრისას.

რაც შეეხება თავად ნინო ქათამაძეს, ის კიევში უახლოეს დღეებში ჩავა, ამის შესახებ მან, გუშინ, 21 აგვისტოს საკუთარ დაბადების დღეზე, ბათუმში გამართულ კონცერტზე განაცხადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები