ერთიანი კავკასიის ფესტივალი წელს მეცხრედ განხორციელდება და მისი ძირითადი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერა იქნება

სულ ნახვები : 371
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთიანი კავკასიის ფესტივალი (One Caucasus Festival) 25 – 28 აგვისტოს საქართველოში, სოფელ წერაქვში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) კულტურული ურთიერთგაცვლის, მუსიკალური კონცერტების, თანამონაწილეობითი არქიტექტურული პროექტების პარალელურად გაიმართება. ფესტივალი, საქართველოში წელს მეცხრედ განხორციელდება და მისი ძირითადი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერა იქნება.

ერთიანი კავკასიის ფესტივალი ყველაზე ფარტომასშტაბიანი ინტერდისციპლინური ღონისძიებაა საქართველოში და მაყურებლისათვის დასწრება ფესტივალის დაარსების დღიდან უფასოა.  2014 წლიდან მოყოლებული ფესტივალმა უმასპინძლა ათასობით მონაწილეს, გააერთიანა 500-ზე მეტი მუსიკოსი მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის: Huntertones (აშშ-დან), Tamada (საქართველოდან), DiHaj (აზერბაიჯანიდან), Nemra (სომხეთიდან), ჩვენებურები (საქართველოდან), ვოლოში (პოლონეთიდან), რეგეონი (საქართველოდან) და  სხვა. 

წელს უკრაინა ბრუტალური სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. უკრაინელი გმირები იბრძვიან თავისუფლებისა და მშვიდობისათვის თითოეული ჩვენგანის სახელით. ჩვენც გვსურს მონაწილეობა მივიღოთ უკრაინის მცველთა მხარდაჭერაში, სწორედ ამიტომ ფესტივალის განმავლობაში მოეწყობა საქველმოქმედო კამპანია უკრაინის მხარდასაჭერად. შემოსული თანხა  კი გაიგზავნება „მაგია კარპატის“ ფონდში, სადაც თითოეული შემოწირული ევრო, დოლარი და ლარი მოხმარდება უკრაინის მცველებსა და მათ ძირითად საჭიროებებს.

,,ვიცით რა, რომ ევროპელები იღლებიან ომისგან, მუდმივი შიშისგან - ამ კრიზისულ მომენტში გვჯერა, რომ უკრაინის დამცველებზე, სამოქალაქო პირებსა და ტერორის მსხვერპლებზე ფიქრს ვერ შევწყვეტთ. სწორედ ამიტომ გვინდა გამოვიყენოთ ეს ფესტივალი ჩვენი მხარდაჭერის გამოსახატად’’-  აცხადებს ვიტეკ ჰებანოვსკი, (პოლონეთი) ,,სხვა სივრცის ფონდის’’ აღმასრულებელი დირექტორი; ერთიანი კავკასიის პროგრამის დირექტორი.

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მგზავრობის ხარჯები სრულად უნაზღაურდება უკრაინიდან მოწვეულ მონაწილეებს, ჩვენ მოვიწვიეთ უკრაინელი მუსიკოსები, რეჟისორები, ვიზუალური ხელოვანები და არქიტექტორები, რათა შევქმნათ მუსიკა, ხელოვნება და ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ცვლილებებს ხელოვანებთან ერთად, როგორც საქართველოდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„ერთიანი კავკასია“ წელს იქნება ძალიან მრავალეროვანი, ისევე როგორც ყოველ წელს. ჩვენს მსმენელს მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა იმოგზაუროს მუსიკალურ თავგადასავალში თანამედროვე New Orleans jazz ვარიაციებში Brass Federcja-თან ერთად პოლონეთიდან, ასევე ჩვენთან არის სენსიტიური ხმის მქონე უკრაინელი მომღერალი Kvitana და ყველაზე დიდი და ბრწყინვალე ქართველი ვარსკვლავი Tamada.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა