ძმები ბაირაქტარები: ფული არ არის პრიორიტეტი, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მხარესაა

სულ ნახვები : 3,240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაირაქტარის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და თავად სიტყვა „ბაირაქტარი“ პოპულარული კულტურის განუყოფელ ნაწილად მოგვევლინა.   

ამ დრონების შექმნის უკან ორი ძმა ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები დგანან. ძმები იშვიათად აძლევენ ინტერვიუს, მაგრამ BBC-ის კორესპონდენტებმა მათი ჩაწერა მოახერხეს.

ჟურნალისტები  ძმებს მათს ოფისში სტამბოლის შორეულ რაიონში ესტუმრნენ. როგორც რეპორტიორები წერენ,  მოედანი და თავად შენობა უფრო დასავლეთის უნივერსიტეტის კამპუსს ჰგავს, ვიდრე კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამხედრო თვითმფრინავებს.

თურქული კომპანია Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა BBC-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  Baykar არ მიყიდის თავის საბრძოლო თვითმფრინავებს Bayraktar-ს რუსეთს, რამდენიც არ უნდა შესთავაზოს მას. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კომპანია მთლიანად უკრაინის მხარესაა, რომელიც ძალიან უსამართლოდ და აგრესიულად აღმოჩნდა  არაგონივრული  თავდასხმის წინაშე. 

„ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსი არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან უკვე მრავალი წელია გრძელდება. ამიტომ, რაც არ უნდა შემოგვთავაზონ, მართალი გითხრათ, საუბარიც  კი არ  შეიძლება იყოს მათი (დრონები მოსკოვისთვის -რედ ) მიცემის შესახებ. 

ამ პერიოდში მთელი ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინის მხარესაა. ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი კავშირი და უკრაინა ძალიან უსამართლო აგრესიული და არაგონივრული თავდასხის წინაშეა. არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან, რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია“, - განაცხადა Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Baykar ახლა  ავითარებს სხვა თვითმფრინავს, Akıncı-ს.  ის იყენებს უკრაინული წარმოების ტურბინებს. სელჩუკი ადასტურებს, რომ ისინი უფრო მაღალი კლასის არიან - უფრო დიდები და სწრაფები ვიდრე ბაირაქტარები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მასში უკრაინული ტურბინებია გამოყენებული, უკრაინაში ჯერ ის არ არის მიწოდებული.

კითხვაზე, გადაეცემა თუ არა ისინი უკრაინას, ორივე ძმამ  BBC-ის ჟურნალისტს უპასუხა, რომ უკრაინულ მხარეს ასეთი მოთხოვნა ჯერ არ გაუკეთებია. 

პარალელურად, ძმები ავითარებენ პირველ თურქულ ზებგერითი უპილოტო გამანადგურებელს, Kyzylelma-ს და მუშაობენ ახალ საბრძოლო თვითმფრინავზე Bayraktar TV3-ზე. 

მიხეილ ხაჩიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა