კრისა ხარ ბიჭო...- კეზერაშვილი და მერაბიშვილი მელიას გადაყენებას გეგმავენ ?!

სულ ნახვები : 42,001
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოშიც ქოლცენტრები დაიხურა,თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა სწორება ქართულ პოლიტიკაზე აიღო. წვრილი პარტიების დაფინანსების პარალელურად,მან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გენერალურ მდივნად,მისი ბიზნესპარტნიორი პეტრე ცისკარიშვილი დანიშნა,საკუთარ ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანს კი საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩააბარა.პარტიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა,ლევან ხაბეიშვილი კი რომელსაც სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტი უნდა შეექმნა,კეზერაშვილის დაფინანსებულ ანტიკორუფციულ მოძრაობაში აღმოჩნდა. პირველი დაპირისპირება ენმ-ს თავმჯდომარესა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს შორის სწორედ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო დაიწყო.რასაც პარტიიდან დიმიტრი ჩიქოვანის დემონსტრაციული გაშვება მოყვა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა კეზერაშვილი  ივნისის აქციებით და არშემდგარი რევოლუციით უკმაყოფილოა,ის თვლის რომ ცისკარიშვილი მის დავალებებს ცუდად ასრულებს.ამიტომ,ენმ-ში საკუთარი გავლენების გაფართოებისთვის ხელახალი ბრძოლა დაიწყო. "cnews" - ის წყაროს ინფორმაციით,კეზერაშვილი პეტრე ცისკარიშვილის ჩანაცვლებას,ლევან ხაბეიშვილით აპირებს,რომელიც მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელია.

იგივე წყაროს ინფორმაციით,კეზერაშვილი  პარტიიდან კობა ნაყოფიას საბოლოო ჩამოშორებას ითხოვს. კობა ნაყოფია ახლა "ენმ" - ს პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელია. ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილს შორის ჩხუბი სწორედ ამ თემაზე მომხდარა.

ნიკა მელიამ კეზერაშვილის ულტიმატუმს უარით უპასუხა-კობა ნაყოფია მიშას პირადი მეგობარია,მისი პარტიიდან გაშვება ახალ ნეგატივს გამოიწვევს,ამომრჩეველი ისედაც უკმაყოფილოა სააკაშვილის არასათანადო  მხარდაჭერის გამო,და ნაყოფიას პარტიიდან გაშვების შემთხვევაში,ვერავის ვეღარ დაველაპარაკებითო. ნიკა მელიას უარმა კეზერაშვილი გააბრაზა,და პარტიის თავმჯდომარეს  გადაყენებით დაემუქრა.პასუხად კი მელიასგან მიიღო-რა კრისაც იყავი,იმ კრისად დარჩიო ჩვენი წყაროს ინფორმაციით,პარტიაში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. პოლიტსაბჭოში ,ნიკა მელიას წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორებას  არ გამორიცხავენ.კეზერაშვილის ამ მოთხოვნას მხარს ვანო მერაბიშვილის ფრთაც უჭერს.ყოფილი შს მინისტრი მელიას ,ციხიდან გამოსვლის მერე პარტიიდან მის დისტანცირებას ვერ პატიობს !

"cnews" - ის წყაროს ინფორმაციით,კეზერაშვილი და მერაბიშვილი მელიას გადაყენების სქემაზე კონსულტაციებს უკვე  მართავენ.

ელისო კილაძე..

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები