პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ჭადრაკი სავალდებულო საგანი გახდება

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2022-2023 სასწავლო წლიდან, სკოლაში შესულ პირველკლასელებს, განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით,  ახალი სავალდებულო საგანი ჭადრაკი დაემატებათ. 

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული  საგნის სწავლებისთვის, ჭადრაკის ფედერაციამ და განათლების სამინისტრომ  4 000 პედაგოგი გადაამზადა. 

„ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები