თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული - განათლების სამინისტრო

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც”,-  ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით. როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან“, – აცხადებენ უწყებაში.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2 000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები