პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება

სულ ნახვები : 75
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრომ ოფიციალური განცხადება დღეს, 12 სექტემბერს გაავრცელა. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით  ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ისტორია ცალკე მდგომ საგნად შეისწავლება, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო. 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან“, -ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები