სასწრაფოდ ! - თავდასხმა პრეზიდენტ პუტინზე - გაუხმაურებელი დეტალები

სულ ნახვები : 42,021
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თავდასხმა მოხდა რუსეთის პრეზიდენტზე, რომელიც საკუთარი რეზიდენციისკენ დუბლირებული კორტეჟით გადაადგილდებოდა.ამ ეტაპზე  ფაქტს და სხვა დეტალებს საგულდაგულოდ მალავენ..ინცინდენტი პრეზიდენტის დუბლირებულ კორტეჟს მაშინ შეემთხვა,როცა ერთ ერთ ავტომანქანაში ამჯერად მართლა იჯდა ვლადიმერ პუტინი.დაცვის სამსახურის რჩევით,უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე,ხანდახან პუტინი იმ დუბლირებული კორტეჟით მგზავრობს,რომელიც ძირითადი კორტეჟისგან განსხვავებით მხოლოდ ხუთი ავტომობილისგან შედგება და ნაკლებ ყურადღებას იქცევს. სწორედ ასეთი დუბლირებული კორტეჟი აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი,რომლის ერთ ერთ ბრონირებულ ავტომობილში რეალურად იჯდა რუსეთის პრეზიდენტი.

რეზიდენციამდე რამდენიმე კილომეტში ,კორტეჟის პირველ ავტომობილს გზა სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩაუხერგა,კორტეჟის მეორე ავტომობილმა შეუჩერებლად გააგრძელა მოძრაობა,მესამე ავტომობილი კი რომელშიც ვლადიმერ პუტინი იჯდა ,შეფერხდა,მარჯვენა წინა საბურავთან ძლიერი ხმა გაისმა და ძლიერი კვამლიც გაჩნდა. ამის მიუხედავად,პრეზიდენტის ბორტმა გზა მეორე ავტომობილის მარშრუტის უკან,ნაკლები სისწრაფით განაგრძო,და ჩახერგილი პირველი ავტომობილის გამოკლებით,დანიშნულების ადგილს მშვიდობიანად მიაღწია..მოგვიანებით,სასწრაფო დახმარების ავტომანქანის საჭესთან,რომელმაც კორტეჟის პირველი ავტომანქანა ჩახერგა,მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. თავდასხმის გამოძიება სრულიად გასაიდუმლოებულია და დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება,ყველა პირი ვინც ფაქტზე ინფორმაციას ფლობს,მკაცრად გაფრთხილებულია. პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი და კიდევ რამდენიმე პირი თანამდებობას უკვე ჩამოაშორეს და შინაპატიმრობაში იმყოფება.პუტინის დუბლირებული კორტეჟით გადაადგილების  შესახებ ინფორმაცია ვიწრო წრემ იცოდა.და ყველა მათგანი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურიდანაა. ინცინდენტის მერე სამი თანამშრომელი გაუჩინარებულია.ისინი დუბლირებული კორტეჟის პირველ ავტომობილში  ისხდნენ.ამ მომენტისათვის მათი ადგილსამყოფელი უცნობია.ავტომობილი კი შემთხვევის  ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. ინფორმაციას ვლადიმერ პუტინზე გასაიდუმლოებულ თავდასხმაზე სკანდალური ტელეგრამ არხი Генерал СВР ავრცელებს !

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა