ხერსონის რაიონში რუსული ჯარები ემზადებიან უკანდახევისთვის, არის შესაძლებლობა, რომ დონეცკის ოლქიც დაკარგონ, - ISW

სულ ნახვები : 5,034
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხერსონის რაიონში რუსული ჯარები ემზადებიან უკანდახევისთვის და არის შესაძლებლობა, რომ დონეცკის ოლქიც დაკარგონ, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იტყობინება. 

ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკრაინელი სამხედროები შეძლებენ დაიბრუნონ ხერსონის რეგიონის უმეტესი ნაწილი, თუ არა მთელი დასავლეთი ნაწილი უახლოეს კვირებში, თუ ისინი გააგრძელებენ რუსეთის სახმელეთო ხაზების ბლოკირებას და განაგრძობენ წინსვლას.

მკვლევარების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე აგრძელებენ პოზიციების დაკავებას ხარკოვის რეგიონში, მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა