სომხეთის პრეზიდენტის ქცევამ ელიზაბეტ II-ის პანაშვიდზე აღშფოთება გამოიწვია

სულ ნახვები : 87,844
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სომხეთის პრეზიდენტმა აღშფოთება გამოიწვია ამ დილით მას შემდეგ, რაც ის ვესტმინსტერის დარბაზში, დედოფლის ცხედრის  წინ უხერხულ მდგომარეობაში დააფიქსირეს.

შოკისმომგვრელმა კადრებმა ასახა მომენტი, როდესაც პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანს  თანაშემწემ გარდაცვლილი მონარქის  კუბოსთან მობილური ტელეფონით ფოტოები გადაუღო.  

‘’მკაცრი წესები  1000 წლის შენობაში - სადაც ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი დედოფალი წევს - კრძალავს ნებისმიერი კამერის გამოყენებას. მათ, ვინც შედიან დიდ დარბაზში, პატივის მისაგებად,  წინასწარ ეძლევა წესები’’- წერს ბრიტანული გაზეთი The Sun-ი. 

ვიდეო მასალაში, რომელიც ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა,  ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი  მიჰყავთ VIP ბილიკზე, რომელიც მონარქის კუბოს გადაჰყურებს. როდესაც ის ქედს იხრის, მისი თანაშემწე მობილურით სწრაფად ფოტოებს იღებს. 

დარბაზში მყოფი პერსონალი ინციდენტის გამო აღშფოთებული დარჩა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა