სახელმწიფომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ააშენოს საერთო საცხოვრებელი - თსუ-ში სწავლა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სასწავლო წლის დაწყების პარალელურად აქციები განახლდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

უნივერსიტეტის სტუდენტები ამჯერად, სახელმწიფოსგან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან საერთო საცხოვრებლის მშენებლობას მოითხოვენ. 

„ვაპროტესტებთ დღეს საქართველოში ბინების ასეთ დონეზე გაძვირებას, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სახელმწიფომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ააშენოს საერთო საცხოვრებელი. საერთოს საცხოვრებლის აშენებამდე მოხდეს ბინების სუბსიდირება, რადგან დღევანდელ ფასებს რომ გადავხედოთ, რაიონებიდან ჩამოსულ სტუდენტთან 80% არ აქვს იმის საშუალება, რომ დარჩეს ღამე თბილისში , რათა მეორე დილას მივიდეს უნივერსიტეტში, - აცხადებს აქციის მონაწილე. 

სტუდენტები საპროტესტო ტალღის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. 

ცნობისთვის, თბილისში ბინების ფასის ზრდის გამო, რეგიონში მაცხოვრებელი სტუდენტები, დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები