ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - რაში სდებდა ბრალს პეტრე ცისკარიშვილი ლაშა ხუსკივაძეს

სულ ნახვები : 15,490
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CNews-ის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ პარტიებში აგენტების გამოსავლენად ნადირობა დაიწყო.იგივე მოხდა ენმ-ში. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა რომ აგენტებში „მიშას სექტორის“ წევრი ლაშა ხუსკივაძე ამოიცნო, რასაც მათი მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა. ნოდარ მელაძემ არ დაადასტურა ეს ფაქტი, თქვა, რომ ენმ-ში ჩანერგილი აგენტი მიშას სექტორიდან არაა და არც ლაშა ხუსკივაძეა.                                                     

ხუსკივაძემ პეტრე ცისკარიშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და პარტიის ოფისში მივიდა, სადაც მას ცისკარიშვილის ნაცვლად მელია დახვდა,ხმის ამოღება და მას თავისმართლებაც არ აცადეს და ხელჩართული ბრძოლა დაიწყო.

CNews- თან საუბრისას ხუსკივაძემ მომხდარი არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ „მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.

 „ამის შესახებ პირველად თქვენგან გავიგე, არაფერი ვიცი“, - ამის შესახებ CNews-ს „მიშას სექტორის“ წევრმა  ნიკა ნარსიამ განუცხადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა