ირაკლი კობახიძის დედამ ტვ პირველს სასამართლო დავა მოუგო

სულ ნახვები : 3,285
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პროფესორმა თამარ ზაალიშვილმა  რომელიც ირაკლი კობახიხის დედაა, ტელეკომპანია პირველს სასამართლოში დავა მოუგო.

ზაალიშვილის მტკიცებით, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, ცილისმწამებლურია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.

მოსარჩელის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და თავისი შვილის - ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

ზაალიშვილი ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით, სიმბოლურად, 5.555 ლარს, პროდიუსერისა და ჟურნალისტისგან (ნოდარ მელაძისგან და მაკა ჩიხლაძისგან) კი 5-5 ლარს ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ტელეკომპანიას დაევალა, გამოაქვეყნოს და გააშუქოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ამ ამბის ცილისმწამებლური ნაწილი დადგინდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა