რუსები ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იჭიდავებენ

სულ ნახვები : 26
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის ძიუდოს ფედერაცია მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთეს. შესაბამისად, რუსი ძიუდოისტები 6-13 ოქტომბერს ტაშკენტში გასამართ მსოფლიო პირველობაზე ვერ იჭიდავებენ.

უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციას (IJF) ულტიმატუმი წაუყენა –მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის დაშვების შემთხვევაში, ტურნირს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ.

„21 სექტემბერს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მსოფლიოში შემქნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყვიტა არ დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ძიუდოში საერთაშორისო შეჯიბრებებში 2023 წლის იანვრამდე“, – წერია IJF-ს განცხადებაში.

არადა, აქამდე IJF საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციას სრულად არ იზიარებდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს მოუწოდა, შეჯიბრებებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაეშვათ.

IJF კი იშვიათი გამონაკლისი იყო და რუსმა ძიუდოისტებმა ივნისში გამართულ ულან-ბატორის გრანდ სლემზე იასპარეზეს, რასაც უკრაინელთა პროტესტი მოჰყვა. ახლა IJF-მ უკან დაიხია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები