ნიკა კვეკვესკირი: დასახული ამოცანა გულშემატკივრების წინაშე უნდა შევასრულოთ

სულ ნახვები : 233
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

23 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მეტოქე ჩედილოეთ მაკედონია იქნება. გუნდი, რომელმაც 2021 წელს ჯიბიდან ევროპის ჩემპიონატის საგზური ამოგვაცალა.

გუნდი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზეა შეკრებილი და იქ აგრძელებს ვარჯიშს, რომლის დასრულების შემდეგ, ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა.

„სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული მიზანი – ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება. სიმბოლურიც არის, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში უნდა მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე შევასრულოთ დასახული ამოცანა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა, პირველ რიგში, გულშემატკივრებისთვის არის განსაკუთრებული, რადგან ისინი ამ გუნდთან ფინალურ მატჩზე არ იმყოფებოდნენ. მიხარია, რომ სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ“, – თქვა კვეკვესკირმა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები