ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს ირაკლი კობახიძის წიგნები აჩუქა

სულ ნახვები : 224
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თვითმმართველობამ გადაწყვიტა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტებისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო ,,კონსტიტუციური სამართალი“ გადაეცა. 

სტუდენტურმა თვითმმართველობამ, რომლის ხელმძღვანელი ლიკა დიასამიძე პირდაპირ კავშირში იმყოფება მმართველ პარტია ,,ქართულ ოცნებასთან“ და ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია ვოთსაფში არსებული ჯგუფის ,,ბსუ 41“-ის რომლის მთავარი საქმიანობა, ,,ოცნების“ წარმომადგენლების დავალებით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დისკრედიტაციაა. 

„დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის სახელით იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებს გადაეცა ირაკლი კობახიძის  ავტორობით სახელმძღვანელო,  „კონსტიტუციური სამართალი“, - ვეცნობით თვითმმართველობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა