თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს აღარ უშვებენ

სულ ნახვები : 476
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 22 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს საჯარო სხდომაზე მოქალაქები დაცვის პოლიციამ არ შეუშვა. მიზეზად კი განმარტა რომ მას არ ჰქონდა უფლება ბიუროზე მოქალაქეების დაშვების. 

ასევე, დღესვე  მოქალაქეებს შეეზღუდათ თელავის ადმინისტრაციული შენობაში ენერგო ომბუცმენთან შეხვედრაც. 

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს უფელაბა აქვს დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ჩატარებულ ყველა სჯარო სხდომას.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი კი განმარტავს რომ მოქალაქეები საკრებულოს სხდომას უპრობლემოდ უნდა დაესწრონ. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის განმარტების მიუხედავათ ეს უფლება იზღუდება

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივ თვითმმართველობას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, შესაბამისად.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა