იუსტიციის მინისტრი საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს

სულ ნახვები : 51
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, დღეს, 22 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საკითხს შეეხებოდა, ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ციფრის დასახელებისგან თავი შეიკავა. 

ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების პასუხად, დაესახელებინა თუნდაც ის მონაცემი რაც მან იცოდა, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებასთან დაკავშირებით, ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლები, სხვა უწყებაში გადაამისამართა. 

„როგორც რუსეთის ფედერაციიდანა ასევე სხვა სახელმწიფოებიდან, შემოდიან როგორც საქართველოს მოქალაქეები ასევე შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეები და ბუნებრივია ამის სტატისტიკაც არსებობს, ეს ეხება რა თქმა უნდა საზღვარს. გარდა ამისა გვაქვს სტატისტიკა რაც შეეხება ბინადრობის მოთხოვნებს ასევე მოქალაქეობის მოთხოვნებს, ეს ინფორმაცია არის სრულიად საჯარო. 

მე არ მინდა თუნდაც ერთი უზუსტობა ვთქვა ამიტომაც თავს შევიკავებ ზუსტი ციფრების დასახელებისგან, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს და ისინი მოგაწვდიან ყველა ინფორმაციას“, - განაცხადა ბრეგაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა, აღნიშნული რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას უკავშირდება.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები