ოპოზიციის ნაწილი რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნას მოითხოვენ

სულ ნახვები : 58
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის საკითხის სასწრაფოდ გადახედვისკენ და მისი უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის ნაწილი ასევე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, სასწრაფოდ ჩანიშნოს უშიშროების საბჭოს სხდომა რათა განიხილონ ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღის მასობრივი შემოდინების შემდეგ შესაძლოა დადგეს ქვეყანაში, რადგანაც ასეთი დიდი ოდენობით რუსეთის მოქალაქის ყოფნა ქვეყანაში, შესაძლოა საფრთხის შემქმნელი აღმოჩნდეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მისი მეზობელი თურქეთისთვისაც. 

ცნობისთვის, არსებული კანონმდებლობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ გაჩერება ერთი წლის მანძილზე შეუძლიათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები