მამუკა მდინარაძე - გოგაშვილის ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო

სულ ნახვები : 67
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მისი [სოსო გოგაშვილის] ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელის გულზე დევს, მარტივი გასაშიფრია და უჩვეულო ამაში არაფერი ყოფილა”, -  ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოსამართლე ლევან მურუსიძისადმი სუს-ის უფროსს ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის პასუხს.

მდინარაძის თქმით, გოგაშვილის მხრიდან სასამართლო არ არის მხოლოდ დარტყმის ობიექტი, დარტყმის ობიექტია მთლიანად სახელმწიფო.

„ამ ადამიანის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარს ვხედავთ, რაც ნამდვილად არ გამკვირვებია. სასამართლო არ არის მხოლოდ დარტყმის ობიექტი, დარტყმის ობიექტია მთლიანად სახელმწიფო. ამ ადამიანის შანტაჟის სფერო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. მისი ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელის გულზე დევს, მარტივი გასაშიფრია და უჩვეულო ამაში არაფერი ყოფილა. სასამართლოს წარმომადგენელი დაადასტურებდა თუ არა ამას, ისედაც ნათლად ჩანდა, რომ გოგაშვილი აზიანებდა სახელმწიფოს და მის ქმედებებს სხვა მიზანი არ აქვს. ის გადასულია შეტევაზე, თუმცა აბსურდულ რაღაცებს საუბრობს. ჩემთვის წითელი ხაზი ნამდვილად იყო ის, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ მოსკოვში აგზავნიდა რაღაც სიებს შესათანხმებლად. ამას რომ ადამიანი იტყვის, ამის იქით რაც არ უნდა თქვას, უკვე აქ ყველაფერი ნათელია, ხელის გულზე დევს და ასეთ ზღაპრებს, მგონია, რომ ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილიც კი აღარ დაიჯერებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ყოფილი მოადგილემ, ბრალდებულმა სოსო გოგაშვილნა მოსამართლე ლევან მურუსიძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უპასუხა, სადაც 

გოგაშვილი ლევან მურუსიძესთან მის ურთიერთობაზე საუბრობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები