უნდა ვფოკუსირდეთ ამ რეჟიმის შეცვლაზე - გიგა ბოკერია

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ახლა, შესაძლოა, პუტინის რუსეთმა თვითონ ჩაკეტოს საზღვარი ისეთ მდგომარეობაში არიან“ - პარტია ,,ევროპული საქართველო“-ს ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოვლასთან დაკავშირებით გამოწვეული აჟიოტაჟი ახლა დაგვიანებულია, რადგანაც მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან უკვე ძალიან ბევრი მოქალაქე შემოსული. 

მისი მტკიცებით, ოპოზიციის მთავარი ორიენტირი კვლავ უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება, რომელიც გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში სწორი პოლიტიკური რეფორმები იქნება გატარებული, მათ შორის სავიზო რეჟიმთან მიმართულებითაც. 

„ზიანი უკვე მოტანილია ამ პუტინისტურ-კოლაბორაციონისტული რეჟიმის პირობებში, ყოველგვარი რაციონალური ფილტრის გარეშე, დიდი რაოდენობით მტრული სახელმწიფოს მოქალაქე შემოვიდა, რაც ჩვენს მტერ სახელმწიფოს ისედაც არსებულ შესაძლებლობებს უფართოებს, რომ მომავლისთვის აქ კიდევ უფრო ღრმა ქსელი ჰქონდეს და ეს უკვე დიდი პრობლემაა. ახლა, შესაძლოა, პუტინის რუსეთმა თვითონ ჩაკეტოს საზღვარი ისეთ მდგომარეობაში არიან. ჩვენ, როგორც აქამდე, უნდა ვფოკუსირდეთ ამ რეჟიმის შეცვლაზე, რადგან პუტინისტური რეჟიმის შეცვლა არის ნებისმიერი ეფექტური პოლიტიკის გატარების წინაპირობა. 

სავიზო რეჟიმი კი არ არის აქ მთავარი ფოკუსი, ამის გარეშეც შეგიძლია ფილტრი დააყენო და აღარ შემოუშვა ან გამოიყენო შენი ქვეყნისთვის ეფექტურად, ჩვენ კი დღემდე ვხედავთ, რომ პუტინის მტრებს უზღუდავდნენ ხშირად ამ შესაძლებლობას, ხოლო სხვა ყველა შემთხვევაში ვიცით, რომ ფილტრი ან არ არსებობდა ან პირიქით იყო, ჩვენი ქვეყნისთვის მტრული კრიტერიუმებით მიღებული გადაწყვეტილებები შემოშვებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოკერიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა