ბანკზე თავდამსხმელის ჩვენების მიხედვით ანკესი დროშის დასამაგრებლად უნდოდა

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით“ - ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ჩვენებიდან ირკვევა, თუ რისთვის ითხოვდა ის ანკესს, რამაც საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი შეკითხვა გააჩინა. 

გრიგოლ ნარსიას განცხადებით, ანკესი მას დროშის დასამაგრებლად ესაჭიროებოდა, როდესაც ის საქართველოსა და რუსეთის საზღვარს გადალახავდა. 

„იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესის რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა“, - აცხადებს თავის ჩვენებაში ნარსია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები