თეა წულუკიანის განცხადებით, სპორტის უნივერსიტეტისთვის ახალი შენობა იმავე ადგილას 2025 წლისთვის აშენდება

სულ ნახვები : 57
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ახალი ამბავი. სულ რამდენიმე ხანში, ჩემი ვარაუდით, ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა მოიწონებს და დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რაც ყველას გვინდოდა, რომ სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სხვაგან, არამედ დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად. ეს გახლავთ ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე”, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სპორტის უნივერსიტეტის არსებული შენობა დღეისათვის არის საფრთხის შემცველი და ცარიელი.

„შარშან, როდესაც აქ გახლდით, არაერთმა თქვენგანმა, მახსოვს ბატონი შოთა და კიდევ სხვები, პატივცემული დეპუტატები სვამდნენ სხვადასხვა კითხვას. ამ კითხვებს შორის იყო ნომერ პირველი ინფრასტრუქტურული პრობლემა ჩვენი ქვეყნისა და ქართული სპორტის, ეს გახლავთ სპორტის უნივერსიტეტი. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ახალი ამბავი. სულ რამდენიმე ხანში, ჩემი ვარაუდით, ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა მოიწონებს და დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რაც ყველას გვინდოდა, რომ სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სხვაგან, არამედ დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად. ეს გახლავთ ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არის დიდი მიღწევა, რადგან გარკვეული წლების წინ დაგეგმილი იყო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს სპორტის უნივერსიტეტის გასხვისება, უბრალოდ გაყიდვა. ვის რად უნდა სპორტის უნივერსიტეტი – ასეთი იყო მაშინ განწყობა. მაგრამ სპორტსმენებმა ის დაიცვეს. ეს ჩვენ ყველას გვახსოვს. შემდეგ იყო გეგმა, ამისთვის გამოიყო კიდეც მიწის ნაკვეთი, რომ დიღომში აშენებულიყო ახალი უნივერსიტეტი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, რომ უნივერსიტეტი, ახალი უნივერსიტეტი აშენდეს თავიდან, აშენდეს იქ, სადაც ის დღეს დგას და ტრადიციულად იდგა. სამხარაულის ექსპერტიზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ამ შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია შეუძლებელია. კედლები არაერთ ადგილას არის გახსნილი. ჩვენ სასწავლო პროცესი უკვე ვეღარ ვაწარმოეთ ამ შენობაში. მადლობას ვუხდი სხვადასხვა დაწესებულებას და პირველ რიგში, სოხუმის უნივერსიტეტს, რომელმაც სპორტის უნივერსიტეტი არაერთხელ შეიფარა.პროექტი გულისხმობს, რომ მოცემული ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ ორ წელიწადში ის ჩაგვაბარებს იმავე ტერიტორიაზე, სადაც დღეს უნივერსიტეტი დგას, ახალ უნივერსიტეტს, რომელიც, რასაკვირველია, იქნება სახელმწიფოს ქონება, დაუბრუნდება უკან და ეს ფართობი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე დღეს არის, ბევრად მეტი, ვიდრე დღეს სპორტის უნივერსიტეტს რეალურად სჭირდება, ვინაიდან ჩვენ გვინდა, გვქონდეს სპორტის ის უნივერსიტეტი, რომელიც მომავალ გათვლასაც უპასუხებს და განვითარების შესაძლებლობასაც, უფრო მეტი სტუდენტის, ახალი ფაკულტეტების გახსნის საჭიროებასაც მისცემს ჩვენს სასწავლებელს. აქ იქნება ოთხი სპორტული დარბაზი. მეზობელი შენობა, რომელიც სამბოს დარბაზია, ასევე აიგება თავიდან, ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი მიღწევაა და შევძლებთ, რომ 2025 წელს შევხდეთ საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტით“, – განაცხადა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები