თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელის კვალიფიკაციას კანონი დაარეგულირებს

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ათეულობით კონკურსი ჩავატარეთ სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციაზე შარშან და წელს და არაერთი საკანონმდებლო ხარვეზი გამოიკვეთა. ვთვლით, რომ თეატრის სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიაში უნდა იყოს მოცემული პირი უმაღლესი განათლების მქონე და უნდა ჰქონდეს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება“ - კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების არჩევის დროს ახალი საკანონმდებლო რეგულაციები იქნება შემოღებული, რომელიც ამ წლების მანძილზე გამოვლენილმა ხარვეზებმა მოითხოვა. 

აღნიშნულის შესახებ წულუკიანმა, დღეს, 22 სექტემბერს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„კანონით შემოვიღებთ განსაკუთრებული მხარდაჭერის მქონე თეატრების ნუსხის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს იმ თეატრების წახალისებას, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. ეს შექმნის სახელმწიფო თეატრებთან კონკურენციას, რომლისაც ზოგიერთ სახელმწიფო თეატრს ეშინია, ზოგს ნამდვილად არ ეშინია, რადგან არის საუკეთესო ფორმაში. თუ არ იარსებებს კონკურენცია, რასაკვირველია, ძალიან ძნელია, როდესაც მუდმივობის განცდის, მაინც არაფერი მევალებას განცდის პირობებში ორგანიზაციას აქვს შემოქმედებითი ფუნქცია. ათეულობით კონკურსი ჩავატარეთ სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციაზე შარშან და წელს და არაერთი საკანონმდებლო ხარვეზი გამოიკვეთა. ვთვლით, რომ თეატრის სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიაში უნდა იყოს მოცემული პირი უმაღლესი განათლების მქონე და უნდა ჰქონდეს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ვინაიდან ძალიან კარგი რეჟისორები დანიშნულან, მათ შორის ჩემ მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე და შემდეგ თავად მიმხვდარან, რომ ეს იყო შეცდომა. ერთია, იყო ძალიან კარგი რეჟისორი და მეორეა, მართო თეატრი,რომელიც არის ორგანიზაცია, რომელიც პირველ რიგში, შემოქმედებასთან ერთად, გულისხმობს მენეჯმენტსაც. მენეჯმენტის გარეშე არ არსებობს წარმატებული თეატრი.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც იქნება რეფორმაში, განისაზღვრება სახელმწიფო თეატრების დაფინანსების სისტემის საფუძვლები. დღეს ეს სისტემა არ არსებობს. ლოგიკა არ არსებობს, თუ რატომ იღებს ერთი თეატრი მეტს და მეორე თეატრი ნაკლებს. ის, ვინც იღებს მეტს, მუშაობს ნაკლებს, ვინც იღებს ნაკლებს, იღებს მეტს და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ დაფინანსების სისტემა ახლებურად უნდა მოეწყოს და ის უნდა იყოს შედეგზე მიბმული. როდესაც 2021 წელს ერთ თეატრს აქვს იმხელა რეპერტუარი, იმდენი ახალი სპექტაკლით, მწირი სადადგმო ხარჯის პირობებში და არის სხვა თეატრი, რომელსაც უფრო მეტი დაფინანსება აქვს, მაგრამ რეპერტუარი აქვს დაახლოებით იგივე, რაც ჰქონდა იმის წინა წელს, რასაკვირველია, მომდევნო წლის დაფინანსებაში ეს უნდა აისახოს“, - განაცხადა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები