დავით უსუფაშვილი: „ბედნიერი ვარ, რომ კეზერაშვილთან შეხება არ მქონია“

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ბედნიერია, რომ  ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, პოლიტიკური თუ მოქალაქეობრივი აქტიურობისა, არანაირი შეხება არ ჰქონია კეზერაშვილთან და არც აპირებს. 

უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

დავით უსუფაშვილის თქმით, არის ხალხი, ვისთან ურთიერთობასაც საზოგადოებისთვის სასარგებლო ურთიერთობად არ მიიჩნევდა.

"ბედნიერი ვარ, რადგან არის ხალხი, ვისთან ურთიერთობასაც არც ერთ ეტაპზე არ მივიჩნევდი საზოგადოებისთვის სასარგებლო ურთიერთობად. არიან ასეთი ადამიანები თავიანთი ხედვიდან, პოლიტიკური, თანამდებობრივი თუ ბიოგრაფიიდან გამომდინარე. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანები არიან, მაგრამ ისინი არ შეესაბამებიან ჩემს წარმოდგენებს იმაზე, როგორი უნდა იყო გინდ პოლიტიკოსი, გინდ ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკას ეხმარები", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები