უახლოეს მომავალში შესაძლოა ერთი და იმავე თეატრის მსახიობს სხვა თეატრთან თანამშრომლობა შეეზღუდოს - რა გეგმები აქვს თეა წულუკიანს?

სულ ნახვები : 316
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რადგან თეატრებს არ ეხება მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, რომ ერთი და იგივე პირი, ერთი და იმავე თეატრში ორ ან სამ თანამდებობაზე მუშაობს. ეს არის გასაჭირისგან და არა იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ეხალისება რამდენიმე თეატრში მუშაობა ან ერთი და იმავე თეატრში სხვადასხვა ფუნქციის კეთება“ - აღნიშნული განცხადება კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, 22 სექტემბერს გააკეთა.

მინისტრის თქმით, მას თეატრის მსახიობებთან გარკვეული სახის შეთავაზება ექნება და როგორც ამბობს, ეს მათთვისვე სასიკეთო შეთავაზება იქნება. 

„არის ერთი საკითხი, რომელიც მინდა, ამ ტრიბუნიდან ვთქვა, რომ იქნებ, ყველამ გაიგოს. არ მაქვს ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა მაქვს პოზიცია და ამ პოზიციას თუ გაიზიარებენ ჩვენი მსახიობები, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ არ გაიზიარებენ, მაშინ სტატუსკვო იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. ვგულისხმობ იმას, რომ მწირი ხელფასის გამო, ერთი და იგივე მსახიობი მუშაობს რამდენიმე თეატრში. რადგან თეატრებს არ ეხება მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, რომ ერთი და იგივე პირი, ერთი და იმავე თეატრში ორ ან სამ თანამდებობაზე მუშაობს. ეს არის გასაჭირისგან და არა იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ეხალისება რამდენიმე თეატრში მუშაობა ან ერთი და იმავე თეატრში სხვადასხვა ფუნქციის კეთება. შეთავაზება იქნებოდა ასეთი, თუ ამას გაიზიარებენ ჩვენი მსახიობები, დავადგინოთ, რომ მსახიობი, თუ ის არის შტატიანი თანამშრომელი (თუ ის არის შტატგარეშე და თან მიწვეულია, რასაკვირველია, ითამაშებს იმდენ თეატრში, რამდენშიც უნდა და ამას ვერავინ ვერ და არ გააკონტროლებს) და პრინციპში, საჯარო მოხელესთან მიახლოებული პირი გამოდის, მაშინ მას ჰქონდეს მხოლოდ ერთ თეატრში მუშაობის უფლება იმ დათქმით, რომ ყველა ის ხელფასი, რასაც დღეს იღებს, ვთქვათ, სამ თეატრში მუშაობისას, ჰქონდეს იმ ერთ შტატზე, გაერთიანებულად.

ვფიქრობ, ეს კარგი წინადადებაა, მაგრამ როგორც იტყვიან, შემოქმედი ადამიანების სამყაროში კაცია და გუნება. თუ ამას გაიზიარებენ, რაც მათთვის სასიკეთოა, ძალიან კარგი იქნება. ამით ისინი ასევე ხელს შეუწყობენ მსახიობების ახალ თაობებს, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდეს, რადგან როცა ჩემი ასაკის ერთი მსახიობი იკავებს სამ ადგილს სხვადასხვა თეატრში, ეს ნიშნავს, რომ სულ მცირე ერთი და რეალურად, ორი ადგილი არის დაკავებული, ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც შარშან გამოვიდა უნივერსიტეტიდან, ვერ პოულობს ადგილს, სად იმუშაოს. ეს, რა თქმა უნდა, სამსახიობო ხელოვნების განვითარებას ხელს არ უწყობს“, - განაცხადა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა