თეა წულუკიანი: „უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა გელათში 2021 წლის მარტამდე“

სულ ნახვები : 60
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის არ აგებს პასუხის იმაზე, თუ რა მოხდა გელათის სამონასტრო კომპლექსში 2021 წლის მარტამდე. ამ თემაზე მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს ისაუბრა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურის კომიტეტში ყოფნის დროს მუდმივად უსვამდა კითხვებს, 

,,ბატონი ნიკა ანთიძის წინაშე, რომელიც ხელმძღვანელობდა სააგენტოს, ბატონი გიორგი გაგოშიძის წინაშე, რომელიც თურმე დიდი მეცნიერია, არის ალბათ” – ჰქონდა თუ არა ჩატარებული ექსპერტიზა იმ კრამიტს, რომელიც გელათზე დააგეს.

მინისტრმა თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ მიუღია და აღმოჩნდა, რომ არცერთ კრამიტს ის ჩატარებული არ ჰქონდა.

"მე მინდა ყველას შევახსენო, ჩასაფრებულებს, მეგობრებს, პარტნიორებს, მტრულად განწყობილებს და ასე შემდეგ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ეს პრობლემები იყო ისეთი, რომლებიც, ბევრი წელი გამოდის, რომლებიც არასამონასტრო კომპლექსს, როგორც ამას ხშირად ამბობენ და ქართულში ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სიტყვები უნდა გამოვიყენოთ ჩემი აზრით, დანიშნულებისამებრ, საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, იმიტომ რომ ეს არის კომპლექსი და გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი სამრეკლო ან ერთი ტაძარი, არამედ ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს, კერძოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. […] 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამინისტრო, ამიტომ, შესავლის სახით, მინდა გითხრათ, რომ მე უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე", – თქვა წულუკიანმა.

მისი განცხადებით, მისი პირველი ამოცანა იყო, მრავალი თვის მანძილზე ეკვლია რა იყო მომხდარი, რადგან არ არსებობდა 2008 წლიდან მოყოლებული სრულყოფილი დოკუმენტები, ოქმები, თუ რა გაკეთდა, როდესაც სახურავის რეაბილიტაცია დაიწყო. მისი თქმით, დოკუმენტები აქა იქ ეყარა.

"ჩვენ ვერ ვიგებდით პროექტის შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა, თუ მოხდა რაიმე პროექტის მიღმა, მაგრამ ვხედავდით იმას, რომ თვითონ 2008 წელს შემუშავებული პროექტი იყო მრავალ მხრივ ხარვეზიანი", – თქვა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები