ვანიშვილი ძალიან უფრთხილდება კბილს - ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი კომენტარი

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე "დაპატირმებულ ადამის კბილთან" დაკავშირებით, კანონდარღვევას გამორიცხავს და ამბობს, რომ არქეოლოგმა ნიკა ვანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ დატოვა აღმოჩენა პალეოლოგის ინსტიტუტში.

დავით ლორთქიფანიძე ამბობს,რომ ჯერ კიდევ 20 სექტემბერს არქეოლოგიური აღმოჩენა დაცული იყო ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე  და მისი ადგილი პროკურატურაში არაა.

ლორთქიფანიძე თვლის, რომ ნიკა ვანიშვილი პროფესიონალია და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.

"ის მეცნიერები ვინც აქ მუშაობდნენ, გიორგი ბიძინაშვილი, გიორგი კოპალიანი, ჯუმბერ ხოფალიანი და ნიკა ვანიშვილი არიან ძალიან მაღალი რანგის მეცნიერები და მოქალაქეები. ვანიშვილი არის ძალიან კარგი პალეონტოლოგიც, ის ძალიან უფრთხილდება კბილს და დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებას როდესაც იღებდა, ის ვალდებული იყო, მსგავსი მიეღო.

რაც შეეხება კბილის ისტორიას, ის საიმედოდ არის დაცული, მუზეუმშია ნამდვილად ვიცი. მას პროკურატურას ვერ გადასცემენ. ძვალს სჭირდება მეცნიერული კვლევა და გაგრძელდება ეს კვლევა. მე ვფიქრობ, რომ ისევ ჩვენ, დმანისის გუნდი ჩაატარებს მეცნიერულ კვლევას. ზოგი მეცნიერი ახლა არ არის, მაგრამ ისევ იქნება და გააგრძელებს კვლევას",- ამბობს ლორთქიფანიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები