სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სადღაც მე მესიმპათიურებით კიდეც, არამცთუ თქვენს ოპონენტად მივიჩნევ თავს - წულუკიანი მაჭუტაძეს

სულ ნახვები : 171
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სადღაც თქვენ მე მესიმპათიურებით კიდეც, არამცთუ თქვენს ოპონენტად მივიჩნევ თავს, – ასე მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მაჭუტაძეს.

წულუკიანი გამოეხმაურა მაჭუტაძის განცხადებას, რომ „ის მისი მტერი არ არის“.

„თქვენ მითხარით ისეთი სიტყვები, რომლითაც ძალიან გახარებული ვარ, რომ თქვენ ჩემი მტერი არ ხართ. არც მიგულისხმია არასდროს, რომ თქვენ ჩემი მტერი ხართ. რა თქმა უნდა, ვარ ხისტი, „ზონდერიც“, როგორც თქვენმა კოლეგებმა მაკადრეს, რაც გინდათ, ის ვარ, მაგრამ გულწრფელი ვარ. ვფიქრობ, ეს დასაფასებელია. სრულიად გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ სადღაც თქვენ მე მესიმპათიურებიც კიდეც, არამცთუ თქვენს ოპონენტად მივიჩნევ თავს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა